01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
"ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში" უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანია შეაჯამეს

უკანონო მიგრაციის პრევენციის კამპანია შეაჯამეს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში. კამპანიის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 30-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან, რომლებსაც დეტალურად გააცნეს ინფორმაცია თუ რა სირთულებთანაა დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის მოთხოვნა.

მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებაც.

„რაოდენობა ადამიანების, ვინც არაკანონიერად მიემგზავრებიან ევროკავშირის ქვეყნებში შემცირდება. კამპანიის მიზანი იყო თავშესაფრის პროცედურების არაკანონიერად გამოყენების პრევენცია და არაკანონიერი მიგრაციის პრევენცია,“ - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის პროექტების უფროსის ასისტენტმა ანა კაკუშაძემ.

დღის ამბები