01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
დავა iPhone+-სა და iTechnic-ს​ შორის გრძელდება - iPhone+-ის დამფუძნებელი ფარულ თვალთვალზე საუბრობს

iPhone+-ის დამფუძნებელი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს,  iTechnic-ის​ ლობირებაში ადანაშაულებს. 

iPhone+-ის დამფუძნებელი, რომელიც უკვე ბრიუსელში იმყოფება ქვეყნის დატოვების მიზეზად, ზეწოლასა და ფარულ თვალთვალს ასახელებს. მამუკა მარღიშვილის მტკიცებით, ზეწოლა მასზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კონკურენტმა კომპანია  iTechnic-მა მის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მარღიშვილის თქმით, მოსარჩელე კომპანიის უკან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ინტერესები იკვეთება. iPhone+-ის დამფუძნებელმა დღეს კიდევ ერთი დოკუმენტი გაასაჯაროვა, რაც მისი თქმით ამტკიცებს, რომ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს საკუთარი ქონება კომპანია  iTechnic-ის სასარგებლოდ ერთ-ერთ ბანკში იპოთეკით ჰქონდა დატვირთული.

iPhone+-ის ხელმძღვანელების განცხადებას აბსურდულს უწოდებენ  iTechnic-ში, სადაც ადასტურებენ, რომ კომპანია ვალერი ცერცვაძის მეუღლის ძმის მფლობელობაშია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს არსებულ დავასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.

მამუკა მარღიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტსა და კომპანია  iTechnic-ს შორის რაიმე კავშირს გამორიცხავს კომპანიის ადვოკატი. გიორგი ცერცვაძის თქმით iPhone+-ის წარმომადგენლები ბაზრის მონოპოლიზაციას კანონდარღვევით ცდილობენ.

 

დღის ამბები