01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
Unicef-ის კვლევა - ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

საქართველოში მცხოვრები ოჯახების 16 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება 20 პროცენტს კი მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება - ასეთია Unicef-ის კვლევის შედეგი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ გაასაჯაროვა. ორგანიზაციის კვლევით, საქართველოში ყოველთვიურმა ფინანსურმა დანახარჯმა მოიმატა, თუმცა არ შეცვლილა ოჯახების შემოსავალი.

დასკვნის მიხედვით, ოჯახებში მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე საარსებო მინიმუმს მოიხმარს. ქალაქებთან შედარებით, სოფლებში ბავშვთა სიღარიბის დონე 50%-ით უფრო მაღალია.

პრობლემის მოსაგვარებლად ოპოზიცია მთავრობას შესაბამისი მიმართულებებით მუშაობის გაუმჯობესებას ურჩევს. არასამთავრობო სექტორი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მთავრობას რეკომენდაციებითაც მიმართავს.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა 

დღის ამბები