01 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ხანძარი კახეთში - წინანდალში მთლიანად დაიწვა ფოცხვერაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაწილი

ხანძარი კახეთში. წინანდალში მთლიანად დაიწვა ფოცხვერაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაწილი. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. შემთხვევის დროს ოთხსულიანი ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ლოკალიზებას თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახური 2 საათის განმავლობაში ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ბუხრის საკვამურს გაუჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაპირდა.

დღის ამბები