01 ოქტომბერი 2024,   13:42
ვრცლად
თსუ სტუდენტურ თვითმმართველობას აქციის ფონზე აირჩევს

უნივერსიტეტში დაგეგმილი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინ სტუდენტების ნაწილი პროვოკაციებზე საუბრობს.

თვითმმართველობის მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, აუდიტორი 115-ის წევრები არჩევნების დღეს დაპირისპირებას გეგმავენ და ცდილობენ, რომ კენჭისყრის პროცესი ძალისმიერი მეთოდებით ჩაშალონ.

ამის არგუმენტად კი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მოჰყავთ.

თავად აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ და თვითმმართველობის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ამ საკითხის გასაპროტესტებლად კი არჩევნების დღეს, აუდიტორიის წევრები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

დღის ამბები