01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
გაზის სისტემაზე მომუშავე ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება გადავადებულია

კუსტარულად დამონტაჟებული გაზის სისტემით ყოველდღიურად ასი ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება. შპს აირბალონში, სადაც ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების შემოწმების ვალდებულება აქვთ, ამბობენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. სახელდახელოდ დამზადებული ავზების გარდა, პრობლემა მათი სიძველეა.

გაზის სისტემაზე მომუშავე დაახლოებით 400 ათასი ავტომანქანიდან უსაფრთხოების შესახებ შემოწმება მხოლოდ 200-მა გაიარა. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ასეთი ავტომანქანების ინსპექტირების ვადა 2017 წლის 1-ლ იანვარს იწურებოდა. რამდენიმე დღის წინ კი მთავრობის დადგენილებით ცნობილი გახდა, რომ სავალდებულო შემოწმების ვადა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა.

ტექდათვალიერების ჩატარების ვალდებულება აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს აქვს, სადაც პროცედურის გადავადების შესახებ დღეს განმარტება არ გაუკეთებიათ.

 

 

ავტორი: ეკა მაღრაძე 

დღის ამბები