01 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ჩვენებას სასამართლოს ჟურნალისტებიც მისცემენ

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე 25 ნოემბერს მოწმის სახით ჟურნალისტები მაკა რაზმაძე და ლაშა ბერულავა დაიკითხებიან. დღეს მათ კიდევ ერთი ჩვენება პროკურატურაში ჩამოართვეს, თუმცა საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე, ჟურნალისტები გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობენ.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 25 ნოემბერს კუდის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვაჟა ლელუაშვილისა და სხვა ბრალდებულების საქმე იხილება. გამოძიება მათ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვება-შენახვას ედავება და შესაძლოა, სწორედ ამ პროცესზე დაიკითხონ ჟურნალისტები.

პირადი ცხოვრებით შანტაჟის საქმეზე გამოძიება უკვე 9 თვეა, მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - ვინ ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

 

დღის ამბები