01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
სამეგრელოს რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს - თავისუფლად ჩაცმა, ხოლო მასწავლებლებს ფრჩხილის ლაქის წასმა აეკრძალათ

აკრძალვები საჯარო სკოლებში, რასაც მოზარდების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამეგრელოს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში ჩაცმის თავისუფალი სტილი დასაშვები არ არის. ის მოსწავლე კი, რომელიც სკოლის შინაგანაწესს არ ემორჩილება, გაკვეთილებზე არ დაიშვება. გადაწყვეტილება ახალ აკრძალვებთან დაკავშირებით უკვე ძალაშია. 

სამეგრელოს სკოლებში დაწესებული აკრძალვების შესახებ EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტის სტატიიდან გახდა ცნობილი. მისი ინფორმაციით, შეზღუდვები მასწავლებლებსაც დაუწესდათ. ჟურნალისტი ყვება, რომ პედაგოგები ფრჩხილის ლაქის წასმა ეკრძალებათ.

მოსწავლეების ჩაცმულობაზე ოფიციალური აკრძალვები თბილისის სკოლებში ჯერ არ მოქმედებს. დირექტორების ნაწილი ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

სკოლებში აკრძალვების დაწესებას არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ნებისმიერი რეგულაცია წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული, თუმცა ჩაცმულობაზე კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას არ ეთანხმებიან.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები