01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
რუსთავი2-ის თემაზე პრეზიდენტს ყველა შეხვედრაზე უწევს კითხვებზე პასუხის გაცემა - ეკა მიშველაძე

ყოფილი ტელეწამყვანი და ამჟამად პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე, ამბობს, რომ მედიაში არსებული მდგომარეობის, მათ შორის რუსთავი2-ის თემაზე საქართველოს პრეზიდენტს ყველა ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრაზე უწევს კითხვებზე პასუხების გაცემა. 

მიშველაძე ამბობს, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქართულ მედიასივრცეში "უცნაური რაღაცეები ხდება". 

"პრეზიდენტის და ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მედიაპლურალიზმი. აუცილებელია, არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. არსებულ კითხვებს პასუხები ღია ფორმატში უნდა გაეცეს. ჩვენ ვიცით, როგორ სრულდება მედიასთან ასეთი ცუდი თამაშები. ეს ნანახი გვაქვს," - აცხადებს მიშველაძე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები