01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
ხელისუფლება პირდაპირ ებრძვის რუსთავი2-ს, რადგან იცის, რომ ამ გუნდის დამორჩილება შეუძლებელია - ნინო დანელია

"ხელისუფლება პირდაპირ ებრძვის რუსთავი2-ს, რადგან იცის, რომ ამ გუნდის დამორჩილება შეუძლებელია," - ეს განცხადება მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

დანელია მხარდაჭერას უცხადებს რუსთავი2-ს და ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ "მაუწყებლის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა ქვეყნისთვის". 

"ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ამ გუნდის მენეჯმენტის მიმხრობა შეუძლებელია. იცის იმიტომ, რომ ეს ბევრჯერ უშედეგოდ სცადა. მედიის მთავარი ფუნქცია არის ადამიანების ინფორმირება, სწორედ ამას აკეთებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია. რუსთავი2-ის ფასი ძალიან მაღალი არის განსაკუთრებით პოსტსაარჩევნო რეალობაში მაშინ, როცა ხელისუფლების სამი შტოდან სამივეს ქართული ოცნება აკონტროლებს. ესაა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ხელისუფლება პირდაპირ ებრძვის რუსთავი2-ს. არხებზე, რომლის მენჯმენტსაც ხელისუფლება აკონტროლებს, უშვებენ კრიტიკულ ჟურნალისტებს და შემდეგ ებრძვიან არხებს, რომელთა მენეჯმენტსაც ვერ იმორჩილებენ," - განაცხადა ნინო დანელიამ.  

 

დღის ამბები