01 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
რუსთავი2-ის ფასი არის ის, რომ მოვისმინოთ განსხვავებული კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ - თამარ კინწურაშვილი

მედიაექსპერტი თამარ კინწურაშვილი რუსთავი2-ს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ხშირად მასთან მიდიან მოქალაქეები სხვადასხვა პრობლემებით და ამბობენ, რომ რეგიონებში როცა ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემების მგოვარებას არ აპირებს, ან არ ჩქარობს, ისინი მათ რუსთავი2-ში დარეკვით ემუქრებიან.

კინწურაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის სამაუწყებლო კომპანიის ძირითადი ძალა, რადგან ხალხს აქვს იმედი, რომ რუსთავი2 მათი პრობლემით დაინტერესდება. 

"რუსთავი2 არის ყველაზე მეტად კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ. პლურალიზმს განსაზღვრავს მოსაზრებათა მრავალფეროვნება და განსხვავებული პლატფორმები. რუსთავი2-ის ფასი არის ის, რომ მოვისმინოთ განსხვავებული, კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ," - აცხადებს კინწურაშვილი.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები