01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს და ამბობს, რომ იბრძოლებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებას მოაწერენ ხელს. 

"ილუზია არ ჰქონდეს არავის, რომ 9 ადამიანმა მიიღო და უპირობოა ეს გადაწყვეტილებაო. მარტივია, გავიგოთ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვინ რას მოაწერს ხელს, რომ გავარკვიოთ. ამ ადამიანების პერსონალური ბედის განმსაზღვრელი ნამდვილად იქნება ეს. ყველა, ვინც უკანონო გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს, ჩემი რესურსით ვიბრძოლებ მთელი ცხოვრება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, რომ მათგან  პროფესიულად არაფერი დარჩეს. მათ შორის ვიბრძოლებ, რომ შტატებში და ევროკავშირში ვერასდროს შეძლონ მოგზაურობა და ვერასდროს მიიღონ ვიზა. ბელორუსიაში და რუსეთში იარონ, რამდენიც უნდათ," - აცხადებს გვარამია. 

დღის ამბები