01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
დიდი პალატის 4 წევრის მიმართ გვაქვს მკაფიო უნდობლობა - ნიკა გვარამია

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავი2-ის საქმეს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს. ცნობილია, რომ პალატაში 12 წევრია. 

სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი, ნიკა გვარამია, აცხადებს, რომ 12 მოსამართლიდან ოთხის მიმართ ის მკაფიო უნდობლობას გამოხატავს. 

"ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვები დიდი პალატის რამდენიმე წევრთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს აცილება 4 წევრის მიმართ. იმ 12 ადამიანიდან 4 წევრის მიმართ გვაქვს მკაფიო უნდობლობა. გვაქვს დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციები, რომ ისინი მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ ამ საქმის განხილვაში," - აცხადებს გვარამია. 

დღის ამბები