01 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
თბილისის ცენტრში ადამიანის დანაწევრებული ცხედარი ჩანთაში ჩადებული იპოვეს

თბილისის ცენტრში დანაწევრებული ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელიც ჩანთაშია ჩადებული. დოლიძის ქუჩის მიმდებარედ ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

სავარაუდოდ, ცხედარი მამაკაცს ეკუთვნის. თუმცა, ამ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ. უცნობია, მოხდა თუ არა უკვე ცხედრის ამოცნობაც. 

შს სამინისტროში განმარტავენ, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

 

დღის ამბები