01 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომი - არასამთავრობო სექტორი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მიმართავს

როგორ მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმის გამოძიება და ხომ არ უშლის მას ხელს რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის უარს ამბობს საერთაშორისო გამოძიების პროცესში მონაწილეობაზე-ეს იყო ის ძირითადი შეკითხვები, რითაც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  პროკურორს ფატუ ბენსუდას მიმართეს.

შეხვედრა ჰააგაში რომის ტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მომავალი წლიდან საქართველოში აქტიურ მოქმედებებს გეგმავს, მათ შორის ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნას.

„ყველა ძალისხმევა უნდა განახორციელოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ მათ მოახდინონ ერთგვარი ზეწოლა რუსეთზე, რათა მან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოსთან. საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს გამოძიება და საქართველომ უნდა დასაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც რაიმე წვლილი მიუძღვის დანაშაულების ჩადენაში,“-აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ აბაზაძე.

დღის ამბები