01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ხვალ საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება

ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ე.წ. გლდანის ხიდების მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.

„ამ ეტაპისთვის ხიდზე ყველაზე რთული საინჟინრო სამუშაო მიმდინარეობს, შესაბამისად იდება ყველაზე მთავარი მალა. ხვალ დღის ერთ მონაკვეთში შუადღემდე იქნება მცირედი შეზღუდვა თბილისიდან გამავალ მანქანებზე. რაზეც მძღოლებს საპატრულო პოლიციასთან კორდინაციით წინასწარ ეცნობებათ და დროებით გადაერთვება მოძრაობა გლდანი კონიაკის მიმართულებით,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები