01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა

საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მემორიალი გაიხსნა.

ლევან იზორიამ და გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ სიმბოლურად გავხსენით დაღუპულ გმირთა მემორიალი, რომლებმაც საერთაშორისო მისიებში გამოიჩინეს თავი. ჩვენი მოტივაცია ჩვენ საქმიანობაში და ამ ბიჭების მოტივაცია სამშობლოს სამსახურში, არის პირველ რიგში ის, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და ჩვენს არსებობას და ღვაწლს ჩვენის ქვეყნის წინაშე აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ასე დავუფასებთ გმირებს მათ განვლილ ცხოვრებას,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები