01 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
ხელ-ფეხ შეკრული და დასახიჩრებული გვამი - საზარელი მკვლელობის დეტალები

ხელფეხშეკრული და დასახიჩრებული გვამი დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ, სახლის სათავსოში იპოვეს. 40 წლის მამაკაცი ბლაგვი საგნის დარტყმით მოკლეს და შემდეგ გადამალეს.

პოლიცია ბოლქვაძის ქუჩის მოსახლეობამ მას შემდეგ გამოიძახა, რაც დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვეთრმა და სპეციფიურმა სუნმა შეაწუხა. 

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი ჩანთაში გადამალული გვამი დახვდათ. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

სახლის მეპატრონე არ მალავს, რომ მასთან ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრები და ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ჩხუბიც იშვიათი შემთხვევა არ იყო. სწორედ მორიგ ასეთ დაპირისპირებას მოყვა მკვლელობაც.

პასუხისგებაში კიდევ ერთი პირია მიცემული, მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

ავტორი დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები