01 ოქტომბერი 2024,   13:24
ვრცლად
თსუ-ში ვითარება იძაბება - თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა ჩაიშალოს

აუდიტორია 115-ის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ბრალდებების რეჟიმში განაგრძობენ ურთიერთობას, არჩევნებში მონაწილე სტუდენტები დაპირისპირებული ჯგუფის ახალგაზრდებს მოსალოდნელ პროვოკაციებში ადანაშაულებენ და არ გამორიცხავენ, რომ კენჭისყრის პროცესი 25 ნოემბერს ჩაიშალოს. 

სტუდენტების ორ ჯგუფს შორის არსებულ დაპირისპირებაზე და თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე საკუთარი მოსაზრება აქვს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, არჩევნები კანონიერია და მისი გადადება აზრს მოკლებულია. ექსცესების შემთხვევაში კი პირობას დებს, რომ კანონდამრღვევი სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტში 25 ნოემბერს გაიმართება, 20 000-ზე მეტმა სტუდენტმა ჯერ 140 დელეგატი უნდა აირჩიოს, რომლის შემდეგაც გამოვლინდება, ვინ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის არჩეული პრეზიდენტი მომდევნო 2 წლის განმავლობაში.

ავტორი გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები