09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ამერიკაში ახალ ვირუსს ებრძვიან

ებოლასთან ერთად, ამერიკელი ექიმები დაუდგენელი დაავადებაზე მუშაობენ, რომელიც ათობით ბავშვს აღმოაჩნდა. კოლორადოს შტატის ბავშვთა საავადმყოფოში უკვე 11 ბავშვია მოთავსებული. პაციენტებს ძირითადად ნაწილობრივი დამბლა აქვთ. CNN-ის ინფორმაციით, ექიმებისთვის გაურკვეველია, რა დაავადებასთან აქვთ საქმე.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვებს კიდურებში სისუსტე, ნერვების დისფუნქცია და ზურგის ტვინში ცვლილებები აღენიშნებათ. ანალოგიური სიმპტომებით 4 მცირეწლოვანი მოხვდა ბოსტონის კლინიკაშიც. საქმის განხილვაში ჯანდაცვის სამინისტროც ჩაერთო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქმე იშვიათი შტამის HIV68-ას ენტეროვირუსს ეხება, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ასთმით დაავადებულთათვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები