01 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გმობს

აუდიტორია 115-ის მიერ მეექვსე კორპუსის დაკავებას თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა და მათი ქმედება გააკრიტიკა. ის მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება.

ბახვა კვირიკაშვილის განცახებით, აუდიტორია 115 საარჩევნო უბნების დარბევასა და ხმის მიცემის პროცესის ჩაშლას გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართვლობამ, გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელეს, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს თუ როგორ შეიჭრნენ აუდიტორია 115-ის წევრები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში.

თვითმმართველობის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს 10 საათზე დაიწყება. სტუდენტებმა 140 დელეგატი უნდა აირჩიონ.

დღის ამბები