01 ოქტომბერი 2024,   13:24
ვრცლად
"ვიქნებით მაქსიმალურად რადიკალურები" - "აუდიტორია 115" პროტესტს განაგრძობს

ამ წუთებში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტებმა 140 დელეგატი უნდა აირჩიონ.

არჩევნებს აპროტესტებენ აუდიტორია 115-ის წევრები. ისინი კვლავ პიკეტირების რეჟიმში რჩებიან. მათი ძირითადი მოთხოვნაა გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნები, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევა და სტუდენტური საცხოვრებლების კეთილმოწყობა.

აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც უნივერსიტეტის შენობაში გუშინ შეიჭრნენ, აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ და 1 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციას გეგმავენ. 

„ვიქნებით მაქსიმალურად რადიკალურები და პროტესტი იქნება მზარდი. პირველ საათზე გაიმართება აქცია პირველი კორპუსის ეზოში და მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება,“ - აცხადებს აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი ჯავახაძე.

რაც შეეხება თსუ-ის თვითმმართველობის პოზიციას, მათი ინფორმაციით, აუდიტორია 115 დღეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში პროვოკაციებს გეგმავს. ისინი უსაფრთხოების სამსახურს უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

ამ წუთებში მიმდინარეობს საარჩევნო უბნების გახსნა. დღეს 140 დელეგატი აირჩევა. კენჭისყრა 18:00 საათზე დასრუდება



 

 

 

დღის ამბები