01 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
"არ დაუშვან ვანდალების კიდევ ერთხელ შემოჭრა" - თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თსუ-ის რექტორს მიმართავს

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირება ამ დრომდე გრძელდება. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები შენობაში არიან გამაგრებული.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის რექტორს და უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების პროცესი.

ბახვა კვირიკაშვილის ინფორმაციით, აუდიტორია 115-ის წევრები შენობაში შეჭრას და საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების გზით არჩევნების ჩაშლას გეგმავენ.

„პირველ საათიანი აქციის შემდეგ, ეს ადამიანები შემოიჭრებიან კორპუსში და აიღებენ მეორე და მესამე კორპუსს, სადაც არის განლაგებული ოთხი საარჩევნო უბანი და უნდათ ამ უბნებზე არჩევნების ჩაშლა პროვოკაციების მოწყობა. მოვუწოდებ რექტორს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, უსაფრთხოების სამსახურს და ყველას უფლებამოსილ პირს, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და არ დაუშვან ამ ვანდალების კიდევ ერთხელ შემოჭრა,“-განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა

დღის ამბები