01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
"აუდიტორია 115"-ის მოთხოვნები უცვლელია - სტუდენტები პირველ კორპუსთან აქციისთვის ემზადებიან

აუდიტორია 115-ის წევრები ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობაში იმყოფებიან.

მათი განცხადებით, დღეს პირველ საათზე სტუდენტები საკუთარ მოთხოვნებზე უფრო ვრცლად, უნივერსიტეტის ეზოში დაგეგმილ აქციაზე ილაპარაკებენ.

დაანონსებულია ასევე პიკეტირების დაწყება უნივერსიტეტის პირველ კორპუსშიც.

„პირველ საათზე აქცია იქნება თსუ-ის პირველ კორპუსში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კორპუსიდან პიკეტი მოიხსნება. აქ დარჩება ნაწილი, ნაწილი გადავა აქციაზე და დახვდება უკვე აქციაზე მოსულ ხალხს. რაც შეეხება ხელის შეშლა, თუ ლექციები გადავა სხვა კორპუსში, ეს არის მე-6 კორპუსი, ეს არის ადმინისტრაციული კორპუსი და წარმოუდგენელია იმის თქმა, რომ მე-6 კორპუსის სრული შეჩერებით სასწავლო პროცესს ხელი არ ეშლება. მინიმუმ ადმინისტრაციას ეშლება ხელი იმიტომ, რომ პიკეტირებული გვაქვს ყველაზე დიდი ფაკულტეტის ადმინისტრაციული კორპუსი,“ - აცხადებს აუდიტორია 115-ის წევრი ნუცა ბასილაშვილი.

დღის ამბები