01 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
"ადგილი ქონდა გარკვეულწილად დისკრიმინაციას გაერთიანების ნიშნით" - ომბუდსმენი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი სახალხო დამცველმა გააკეთა. უჩა ნანუაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ყველა სტუდენტის ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული არცერთი ჯგუფი არ უნდა იყოს.

“ადგილი ჰქონდა გარკვეულწილად დისკრიმინაციას გაერთიანების ნიშნით, როდესაც სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფს ქონდა გარკვეული პრივილეგიები, რაც არის რა თქმა უნდა, მიუღებელი, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციის შესრულება და შესაბამისი ცვლილების განხორციელება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მეორეს მხრივ, ჩვენ მოუწოდებთ ყველა სტუდენტს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კანონის ჩარჩოებიდან გამოსვლა და ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.   

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირება ამ დრომდე გრძელდება. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები შენობაში არიან გამაგრებული.

დღის ამბები