01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
თსუ-ის რექტორის განცხადებით, არჩევნების ჩაშლის საფრთხე არ არსებობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, დღეს თვითმმართველობის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, რადგან არჩევნების ჩატარებას მათ კანონი ავალდებულებთ.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, არჩევნების ჩაშლის საფრთხე არ არსებობს.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის შესაძლო ჩაშლას, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი პიკეტის გამო შეფერხდება, ისინი ლექციების ჩასატარებლად ალტერნატიულ ფართს მოძებნიან.

„არის საშუალება რა თქმა უნდა იმისა, რომ გაუმჯობესდეს კანონმდებლობა. მე ვვარაუდობ, რომ ეს უნდა იყოს ავტონომიის პრინციპის გაზრდით ანუ დელეგირება უნდა მოხდეს და განათლების კანონიდან გამომდინარე, ეს 45-ე მუხლის ცვლილება იქნება თუ სხვა, რაზეც მიდის ახლა აპელირება, აუცილებლად უნდა გადაეცეს უნივერსიტეტს ის უფლებები, რომელიც მას მისცემს საშუალებას, რომ თავად უნივერსიტეტმა, სტუდენტებმა განსაზღვრონ როგორი მოწყობა ურჩევნიათ,“ - აცხადებს გიორგი შარვაშიძე.

ახალგაზრდები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო შენობაში წუხელ შეიჭრნენ და გამაგრდნენ, სასწავლო დაწესებულებაში ხელისუფლების მიერ დაპირებულ ცვლილებებს მოითხოვენ. მათ შორის თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები