01 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
"აუდიტორია 115"-ის წევრებმა საარჩევნო უბნების პიკეტირება დაიწყეს

აუდიტორია 115-ის წევრები პროტესტს არ წყვეტენ. მათ საარჩევნო უბნების პიკეტირება დაიწყეს. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით უბნები დაიხურა. როგორც ცნობილია თსუ-ის თვითთმართველობის არჩევნები დღეს დილიდან დაიწყო და საღამომდე უნდა გაგრძელებულიყო. 

აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს. 

აქციის მონაწილეები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. 

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებსაც ითხოვენ.

დღის ამბები