01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
ავარია მოხდა მცხეთის ხიდთან - დაღუპულია სამხედრო ექიმი

სამხედრო ექიმი დაიღუპა მცხეთის ხიდთან მომხდარი ავარიის შედეგად. კურიერის კორესპოდენტის ინფორმაციით, 3 სამხედრო, ბაზიდან პიკაპის ავტომობილით თბილისში ბრუნდებოდა. მცხეთის ხიდზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი წყალში გადავარდა.

ერთმა სამხედრო ექიმმა ქალმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა. 2 სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.  

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მიმდინარეობს მანქანის ნაპირზე ამოყვანის სამუშაოები.

დღის ამბები