01 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
"აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ის მეორე კორპუსის პიკეტირების შესაძლებლობა არ მისცეს

აუდიტორია 115-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ადმინისტრაციამ შესასვლელი კარი ჩაკეტა. 

აქციის მონაწილეებს სურდათ მეორე კორპუსში განლაგებული საარჩევნო უბნების პიკეტირება მოეხდინათ. 

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, ამ დრომდე გრძელდება აქცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. 

აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს. 

აქციის მონაწილეები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებსაც ითხოვენ.

დღის ამბები