01 ოქტომბერი 2024,   13:37
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია მსვლელობა გამართა. აქციის მონაწილეები ხის ჯოხზე წამოცმული კაბებით პუშკინის სკვერიდან, თაბუკაშვილის პოლიციამდე მივიდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები დაგმეს და პოლიციას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდეს.  

აქციის მონაწილეებმა გამოუძიებელი დანაშაულებთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად პოლიციის შენობის წინ კაბები დააწყვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის შექმნისკენ მოუწოდეს.

მონაწილეებმა არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის 1600 დანაშაული ფიქსირდება. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ბოლო პერიოდში მომხდარი დანაშაულებების გამოძიებას, რომელიც ჩადენილ იქნა ქალებისა და ტრანსგენდერების წინააღმდეგ.  

დღის ამბები