01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
"აუდიტორია 115"-ს თსუ-ის პირველი და მე-2 კორპუსების საარჩევნო უბნები პიკეტირებული აქვს

აუდიტორია 115-ის წევრებს თსუ-ის პირველი და მე-2 კორპუსების საარჩევნო უბნები პიკეტირებული აქვთ. თსუ-ის მე-3 კორპუსში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.  

აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს. 

აქციის მონაწილეები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებსაც ითხოვენ.

როგორც ცნობილია, მათ პროტესტი გუშინ საღამოს, მე-6 კორპუსიდან დაიწყეს.

დღის ამბები