01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
მომავალი წლიდან შესაძლოა სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდეს

მომავალი წლიდან შესაძლოა სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდეს. შესაბამისი განცხადება თბილისის მერიაში უკვე შესულია. რა არგუმენტი აქვს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უცნობია, თუმცა მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიის დარწმუნებას შეძლებენ.

მგზავრობის საფასურის შესახებ შეკითხვა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დაისვა. ოპოზიცია ითხოვს, რომ ფასები არ გადაიხედოს. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას გამორიცხავს მმართველი გუნდი.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი მერიას, შენიშვნებთან ერთად დაუბრუნა. საკრებულო დედაქალაქის მთავრობისაგან შენიშვნების გათვალისწინებას ითხოვს. ყველაზე მეტი პრეტენზია ფინანსურ დოკუმენტთან ოპოზიციას აქვს, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების შემცირებას აპროტესტებს.

თბილისის ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვარიანტი მერიამ საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს. პირვანდელი რედაქციით მომავალი წილის ქალაქის ბიუჯეტი 800 მილიონი ლარია.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

დღის ამბები