01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
სოფელ მოხეს მუსლიმი თემი სახელმწიფო კომისიას უნდობლობას უცხადებეს

სოფელ მოხეს მუსლიმი თემი  პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს. ისინი სახელმწიფო კომისიას უნდობლობას უცხადებენ. თავის მხრივ პოზიციების დათმობას არც მართლმადიდებლები გეგმავენ. რელიგიის საკითხთა ეროვნული სააგენტო ამ საკითხის განსახილველად დეკემბერში კიდევ ერთხელ შეიკრიბება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა კონკრეტულ გადაწყვეტილებას არც ახლა ელოდება, რადგან უკვე 2 წელია სადაო შენობაზე მათ ხელისუფლებიდან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

მუსლიმი თემის მოთხოვნებს სამართლიანს უწოდებენ მესამე სექტორში. ისინი კომისიის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებენ და პროცესის გაჭიანურებას სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას უკავშირებენ.

მოხეში პრობლემები ორი წლის წინ დაიწყო, სწორედ მას შემდეგ შეიქმნა კომისია მუსლიმი თემის მოთხოვნის შესასწავლად, თუმცა მას კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ავტორი: მარიამ ჭოხონელიძე.

დღის ამბები