01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
პენსია არ გაიზრდება - პრემიერობის კანდიდატი დანაპირების შესრულებაზე უარს ამბობს

2017 წელს პენსია არ გაიზრდება, - ეს განცხადება პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გუშინ პარლამენტში უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პენსიის ზრდის შესახებ მას კითხვა  ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დაუსვა და მოითხოვა, "თქვენ უნდა გვითხრათ, კონკრეტულად რას აპირებთ პენსიების ზრდასთან მიმართებით“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პენსიების ზრდა 2017 წლის ბიუჯეტიდან არ მოხდება.

“ბატონო ზურაბ, რატომღაც გვაშინებთ თვენი შეკითხვებით და მე სრულად გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას არ ვაპირებთ. 2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას ინფლაციის იმ მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები