01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
თსუ-ში ჩატარებული არჩევნები უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ ლეგიტიმურად სცნო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლეგიტიმურად სცნო.

აუდიტორია 115-ის წევრების სრული პიკეტირების მიუხედავად, სტუდენტური თვითმართველობის წევრებმა ერთ უბანზე მაინც მოახერხეს არჩევნების ჩატარება. პროტესტის მიუხედავად,  უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არჩევნებს კანონიერად მიიჩნევს.

აუდიტორია 115-ის წევრების პროტესტს განაგრძობენ და კვლავ რჩებიან უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში. როგორც ისინი კურიერთან აცხადებენ, არ აპირებენ პიკეტირების მოხსნას მანამ, სანამ არ დაიწყება მათი მოთხოვნების შესრულება.

დღის ამბები