01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
ოზურგეთში მაღალჩინოსანმა თანამშრომელი დაჭრა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა, კონსტანტინე სარიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ვასაძე, დაჭრა.

ინციდენტი დღეს ოზურგეთის რაიონის დაბა ლაიტურში მაშინ მოხდა, როდესაც სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ინვენტარიზაციას აწარმოებდნენ.

ზვიად ვასაძე ბარძაყის არეშია დაჭრილი და ამ დროისთვის ოზურგეთის ერთერთ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხბება სარიშვილს,  ის თავად გამოცხადდა პოლიციაში და მომხდარის შესახებ განაცხადა. ამ წუთებში ის დაკითხვაზე იმყოფება.

თვითმხილველების თქმით, ინვენტარიზაციის პროცესის დროს ზვიად ვასაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სარიშვილს, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

დღის ამბები