01 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
თსუ-ში ვითარება უცვლელია - აუდიტორია 115-ის წევრები პროტესტს განაგრძობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ვითარება უცვლელია. აუდიტორია 115-ის წევრები პროტესტს განაგრძობენ. ისინი გუშინ ჩატარებულ არჩევნებს არაკანონიერს უწოდებენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ დასრულდა აუდიტორიის წარმომადგენლებისა და უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა, სადაც სტუდენტების მოთხოვნების ტექნიკურ მხარეზე იმსჯელეს.

აუდიტორიის წევრებმა რექტორისგან მიიღეს პირობა, რომ ამ საკითხზე იმუშავებს, თუმცა პროტესტს აქციის მონაწილეები მაინც განაგრძობენ.

დღის ამბები