01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
"ევოლუცია" - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ქორეოგრაფიულ მისტერიას უმასპინძლებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ქორეოგრაფიულ მისტერიას უმასპინძლებს. სპექტაკლი ევოლუცია, ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებით, ასევე ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებულ ამბავს მოგვითხრობს.

სპექტაკლი, რომელიც მინიმალისტური დეკორაციით თუ გამოფენით მოგვითხრობს ამბავს, შავ ფონზე ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებით მიმდინარეობს. ერთ საათიანი ქორეოგრაფიული მისტერია სამ ეპოქას აერთიანებს.

ევოლუციის პრემიერა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 27 ნოემბერს 20:00 საათზე გაიმართება. თბილისური ჩვენების შემდეგ სპექტაკლი უკვე რიგაში გაემგზავრება.

დღის ამბები