01 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - დაზარალებული მეანაბრეები დახმარებას ითხოვენ

მმართველი გუნდისგან დახმარებას ითხოვენ საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები. ასამდე ადამიანი დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბა.

ისინი კუთვნილი თანხის მისაღებად ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შუამდგომლობას თხოვენ.

საფინანსო კომპანია საქართველო დაახლოებით ორი თვის წინ დაიხურა. 2 ათას 500-მდე მეანაბრემ 30 მილიონ ლარამდე იზარალა.

დღის ამბები