01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
თბილისის უძველესი ძეგლის, ათეშგის ტერიტორიაზე აქცია-პრეზენტაცია გაიმართა

აქცია-პრეზენტაცია გაიმართა თბილისის უძველესი ძეგლის, ათეშგის ტერიტორიაზე. თბილისის ჰამქარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ათეშგის წინ მდებარე სასტუმროზე ახალი ფართის დაშენება იგეგმება, რაც კულტურული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალს დააზიანებს. მათივე მტკიცებით, კოეფიციენტის გაზრდაზე შენობის მფლობელს მოთხოვნა მერიაში უკვე შეტანილი აქვს.

ბრალდებებს უარყოფს სასტუმროს მეპატრონე და აცხადებს, რომ შენობის ზევით არანაირი მშენებლობა არ ხდება.

„არავითარი მშენებლობა სასტუმროს ზემოთ არ ხდება. აქ საუბარია როგორ მოეწყოს ტერასა, საიდან ავიდეთ ტერასაზე სად დაჯდეს მნახველი,“ - აღნიშნა დავით კუხარაშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.

„ასეთ არეალებში მოცულობების გაზრდა და დაშენება არ შეიძლება. ეს არის სრულიად უნიკალური ადგილი თბილისისთვის. ამ უნიკალურ ადგილთან დაკავშირებით, ძალიან აწონ-დაწონვაა საჭიროა, რასაც ვერ ვხედავთ და ვხედავთ ძალიან ნაჩქარევ, არასერიოზულ გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები