01 ოქტომბერი 2024,   13:28
ვრცლად
პეტიცია უნიკალური ძეგლის დასაცავად - 3 სართულიანი ნაგებობის ცვლილებამ შესაძლოა, ათეშგის ვიზუალური მხარე დააზიანოს

2016 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა მისცა გომის ქ. 1-ში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ათეშგა მდებარეობს, 3 სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესკიზურ პროექტს. როგორც ცნობილია ჯერჯერობით კონკრეტული მონახაზი შერჩეული არ არის. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცვლილება კულტურული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალს დააზიანებს.

ობიექტი ათეშგას პირდაპირ მდებარეობს, საიდანაც ხედი ქალაქზე იშლება, კერძოდ კი კალა უბანზე.

ჯერ მშენებლობის ბრძანება არ გაცემულა, თუმცა მეხუთე საუკუნის უნიკალური ძეგლის დასაცავად, დაიწერა პეტიცია, რომელსაც 1000-მა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი, 26 ნოემბერს გაიმართა შემეცნებითი აქცია, იქ მისულ აქტივისტებს ძეგლის ისტორიას აცნობდნენ.

კლდის უბანმა და კონკრეტულად გომის ქუჩამ სახე დროთა განმავლობაში იცვალა, თითქოს უმნიშვნელო დეტალებმა ბეთლემის კომპლექსის სივრცითი ჰარმონიულობა დაარღვია.

ამ შენობის ზედა ნიშნულის მცირედად აწევა კიდევ უფრო შელახავს უნიკალური ძეგლის ისტორიული გარემოს კონტექსტს.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები