01 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
"ვოისა" - ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა ჰიპ-ჰოპის და თანამედროვე მუსიკის სინთეზით

ვოისა - ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა, ჰიპ-ჰოპის და თანამედროვე მუსიკის სინთეზით შექმნილი ახალი მუსიკალური კონცეფციაა.

ქართული მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური მონაპოვარი ახალი პროექტით ვოისა ნებისმიერი გემოვნების მსმენელისთვის ადვილად აღსაქმელი და მისაღები უნდა გახდეს.

ზეზვა და მზია ერთ-ერთია 6 მუსიკალური კომპოზიციიდან, რომლითაც მუსიკოსები ქართული ფოლკლორის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას გეგმავენ. ახალი მუსიკალური კონცეფციის იდეა ვირტუოზ პიანისტს და კომპოზიტორს გიორგი მიქაძეს დიდი ხნის წინ გაუჩნდა. პროექტზე ფიქრი პიანისტმა ანსამბლ ბასიანის წევრებთან ერთად დაიწყო.

მუსიკოსები ფიქრობენ, რომ მრავალსაუკუნოვან ფოლკლორზე დაფუძნებული ახალი მუსიკალური კონცეფცია, შესაძლოა, თანამედროვე ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული გახდეს.

ავტორი: თაკო მესხი. 

დღის ამბები