01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
ტრანსგენდერების პრობლემები საზოგადოებაში და ფატალურად დამთავრებული კიდევ ერთი ტრანსგენდერის ცხოვრება

39 დღიანი კომის შემდეგ, ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა. 14 ოქტომბერს, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მას ძლიერი დაზიანებები მიაყენეს. გათიშული ზიზი შეყელაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას შემდეგ გონზე აღარ მოსულა.

უშუალო მოწმე არ არსებობს, ბრალდებულის მონაყოლის მიხედვით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. ზიზის ადვოკატი ზოგად სურათზე გვესაუბრება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრანსგენდერის ცხოვრება ფატალურად დასრულდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო სტრუქტურებს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებენ.

ორი დღის წინ კიდევ ერთ ტრანსგენდერზე მოხდა თავდასხმა. როგორც თავად ყვება, ქუჩაში, ორი პირი მიუახლოვდა და მას ჩხუბი დაუწყეს.

ზიზის გენდერული იდენტობა ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგაც დამალა. მისი ცხედარი მშობლიურ სოფელში მამაპაპისეული სახლში ჩაასვენეს, სადაც ცოცხალი ვერ ჩადიოდა. მასზე არ საუბრობენ. დაკრძალეს მამაკაცის ტანსაცმლითა და პირადობის მოწმობაში მითითებული სახელით.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები