01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
UNICEF - საქართველოში სიღარიბის დაძლევა ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა საქართველოში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, UNICEF-ის სამიზნე ჯგუფი ბავშვებია. კვლევა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სოფლად, სადაც ბავშვები სიღარიბის გარდა ვერ იღებენ შესაბამის განათლებას და რაც არ უნდა უცნაური იყოს ოჯახები ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვთ. მაგალითად თუ 2013 წელს მოსახლეობის წლიური მოხმარება 1 სულზე 479 ლარი იყო, ახლა 647 ლარი იხარჯება.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ფენა სწორედ არასრულწლოვანები და ბავშვები არიან. 2015 წლის ანგარიშში 2013 წელთან შდარებით არის გაუმჯობესების დინამიკა, თუ წინა კვლევისას უკიდურესი სიღარიბეში ბავშვთა 6 პროცენტი ცხოვრობდა, 2015 წელს ეს მონაცემი 2,5 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ორჯერ გაიზარდა ჯანდაცვის გაწეული ხარჯები და შემცირდა ბავშვთა ხელმისაწვდომობა სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში.

გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF) ამბობენ, რომ პროგრესის მიუხედავად სიღარიბის დაძლევა ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს თუმცა ასე არ თვლიან საქართველოს მთავრობაში. ჯანდაცვის სამინისტროში დადებითი ტენდენციების შესახებ საუბრობენ. 

ავტორი: თეა ადეიშვილი.

დღის ამბები