01 ოქტომბერი 2024,   13:28
ვრცლად
43:16 - შოტლანდიასთან წაგებული თამაში რაგბში და ქართველი მორაგბეებისა და მათი გულშემატკივრების ემოციები

43:16 - რაგბში საქართველო-შოტლანდიის ნაკრების თამაში შოტლანდიის სასარგებლო ანგარიშით დასრულდა. შემოდგომის უკანასკნელ საკვალიფიკაციო მატჩში, მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში მყოფმა შოტლანდიის ნაკრებმა, ბორჯღალოსნებს მასტერკლასი ჩაუტარა.

10 საუკეთესო ნაკრებს შორის სარაგბო ოლიმპზე მოსახვედრად და თავის დასამკვიდრებლად, ბორჯღალოსნებს ბრძოლა მომდევნო წლიდან მოუწევთ.

საფინალო სასტვენმა ბორჯღალოსნებისთვის გამანადგურებელი ანგარიში 43:16 დააფიქსირდა. საყვარელი გუნდის მიერ განცდილი მარცხის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივარი მაინც კმაყოფილი ჩანდა. შოტლანდიელებთან შეხვედრა, წელს დაგეგმილი 11 ოფიციალური მატჩიდან უკანასკნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნებს ამ სეზონის დასრულება გაცილებით უკეთ შეეძლოთ, მსოფლიოში საუკეთესო სარაგბო ნაკრებს შორის მე-12 ადგილს ღირსეულად ინარჩუნებენ.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები