01 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
"აუდიტორია 115" განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარ მოთხოვნებს გააცნობს

აუდიტორია 115-ის წევრები დღეს განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. სტუდენტები მარიამ ჯაშს მოთხოვნებს გააცნობენ. ისევ ძალაში რჩება თვითმმართველობის გაუქმება და საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევა.

მათ დაკამაყოფილებამდე კი არ აპირებენ, დატოვონ მე-6 კორპუსი. აუდიტორიის ამ მოთხოვნებს კვლავ არ იზიარებს თვითმმართველობა.

დღეს პარალელურად აქციის გამართვას გეგმავენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუნდეტები. ისინი აუდიტორია 115-ის მიერ მე-6 კორპუსის პიკეტირებას გააპროტესტებენ. მათი განცხადებით, ხელი ეშლებათ სასწავლო პროცესში და მოითხოვენ დატოვონ მე-6 კორპუსი.

დღის ამბები