01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
"აუდიტორია 115" აქციებს განაგრძობს - შეხვედრა მომავალ ჟურნალისტებთან დასრულდა

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. მე-6 კორპუსში პიკეტირების დასრულების მოთხოვნა აუდიტორიის წევრებმა არ გაითვალისწინეს.

ამის მიუხედავად, დიალოგი სტუდენტურ ჯგუფებს შორის შენარჩუნებულია და საბოლოო გადაწყვეტილებას პიკეტირების მონაწილეები კიდევ რამდენიმე სხვა შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აუდიტორია 115-ის წევრებს შორის შეხვედრა ხვალ დილით 11:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი პროტესტის ფორმის შესახებ აქციის მონაწილეები დღეს 17:00 საათზე იმსჯელებენ. 

აუდიტორია 115-ის წევრები ძირეული ცვლილებების განხორციელებამდე, პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ. მათ მოთხოვნებს სტუდენტთა ფაკულტეტის წევრებიც ითვალისწინებენ. ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნებს ემხრობიან თუმცა, პროტესტის ფორმას არ იზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა აუდიტორია 115-ის წევრებს თსუ-ის მე-6 კორპუსი აქვთ პიკეტირებული, რის გამოც მეექვსე ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სალექციო კურსი მაღლივში გაიმართებოდა.

სტუდენტები შეხვედრას გამართავენ დღეს პარლამენტში, განათლების კომიტეტის წევრებთან, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა ფორმით გაგრძელდება აუდიტორია 115-ის პროსტესტი. 

ავტორი გიგლა თუმანიშვილი

 

 

დღის ამბები