01 ოქტომბერი 2024,   13:28
ვრცლად
2 საათიანი უშედეგო შეხვედრა სტუდენტებთან - როდის დასრულდება თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირება უცნობია

2 საათიანი დახურული შეხვედრა სტუდენტებს შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. აუდიტორია 115-ის წევრებმა საკუთარი პოზიციები არ დათმეს და მეექვსე კორპუსში სასწავლო პროცესის აღდგენის უფლება ამ კორპუსის სტუდენტებს არ მისცეს. სტუდენტების ნაწილი ლექციების ჩატარების მოთხოვნით უნივერსიტეტთან დილიდან შეიკრიბა და შენობის პიკეტირების ფორმა გააპროტესტეს.

როდის დასრულდება უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის 5 დღიანი პიკეტირება არავინ იცის, აუდიტორია 115-ის წევრები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

აუდიტორიის წევრები განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს და სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელის ძირეულ ცვლილებას მოითხოვენ.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტების მოთხოვნაზე რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა, დაპირისპირებული სტუდენტური მხარეების დღეს დეპუტატებთან შეხვედრაზე ცალცალკე მივიდნენ. ვიდრე განათლების კომიტეტში 115-ე აუდიტორიის წევრები მივიდოდნენ, დახურული შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამართეს.

ოფიციალური შეხვედრების მიუხედავად, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირება არ შეწყვეტილა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები