01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
პირველი იანვრიდან გაზრდილ ხელფასს ყველა პედაგოგი აღარ მიიღებს - "ენმ" "ქართულ ოცნებას" ტყუილში ადანაშაულებს

ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან სკოლის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 800 ლარი უნდა გამხდარიყო, თუმცა როგორც ირკვევა, ხელფასი მხოლოდ უფროს და წამყვან პედაგოგებს გაეზრდება. დარგის სპეციალისტების აზრით, საარჩევნო პროგრამაში დაზუსტებული უნდა ყოფილიყო, რომ ხელფასი ყველა მასწავლებელს არ ეზრდებოდა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს სიტყვებით თამაშში სდებს ბრალს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ მასწავლებლები მოატყუა.

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიმდინარეობს.

2017 წლის პირველი იანვრიდან უფროსი მასწავლებლის დანამატი 180 ლარის ნაცვლად 320 ლარი გახდება, წამყვან მასწავლებლებს კი 270 ლარიანი დანამატი 500-მდე გაეზრდებათ.

ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი. 

დღის ამბები