01 ოქტომბერი 2024,   13:35
ვრცლად
ხანძარი თბილისში, ღრმაღელის ქუჩაზე - დამწვარია სახლი და დაშავებულია მეპატრონე

ხანძარი მოხდა თბილისში, ღრმაღელის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით, დილის 7 საათზე გაჩნდა. შენობაში ამ დროს სახლის მეპატრონე იმყოფებოდა. ამ დროისთვის ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

სახლი მთლიანად დამწვარია, ცეცხლი მოედო მეზობელი შენობების სახურავებსაც.

ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

მეზობლების ინფორმაციით, დამწვარი სახლის პატრონმა ამ მიზეზით ინციდენტამდე ყაზტრანსგაზს მიმართა, თუმცა კომპანიას რეაგირება არ მოუხდენია. ყაზტრანსგაზში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ. 

დღის ამბები